ტურის შესახებ

ილაშქრეთ სამეგრელოში ულამაზესი ტბების მოსანახულებლად:ტობავარჩხილი, ვერცხლის ტბა, მდებარეობს სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მუხურში მთაზე. ჩხოროწყუს რაიონში. ეს ჩვეულებრივი ტბა არ არის, ეს წმინდა ტბაა, რომელიც სრულიად სუფთაა და სარკესავით ირეკლავს ბუნების სილამზეს.არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ამ ტბაში თუ ქვას ან სხვა რამეს თუნდაც შეეხებოდნენ, ან ხელს ან ფეხს ჩაყოფდნენ, იმ წამსვე საშინელი ჭექა-ქუხილი და კოკისპირული წვიმა მოდიოდა. ლეგენდა ლეგენდად რჩება, იქ არსებული ბუნება და თვალისმომჭრელი სილამაზე კი აუცილებლად უნდა იხილოს კაცმა საკუთარი თვალით
კომენტარები