ტურის შესახებ

რაჭა მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში.ტურის ფარგლებში მოვინახულებთ შაორის წყალსაცავს,სიყვარულის ჩანჩქერს,ნიკორწმინდას,ნაქერალას ღელტეხილს და ცხრაჯვარს. ცხრაჯვარი ადგილი, რომელსაც უმრავლესობა რაჭას მიაკუთვნებს, მაგრამ მდებარეობით ის ტყიბულის თავზეა და გადმოჰყურებს მთელ ქალაქს, ხოლო ჰორიზონტზე სხვა დასახლებულ პუნქტებს, ნაქერალას უღელტეხილზე. ეს არის ადგილი, სადაც ადიხარ 1400 მეტრზე და შეგიძლია დაინახო შავი ზღვა. ამ დროს ხვდები, რომ ჯერ კიდევ ბევრი გაქვს აღმოსაჩენი და ჩვენი პატარა საქართველო კიდევ უფრო მეტ უცნობ სანახაობას იტევს, ვიდრე წარმოგვიდგენია. არ არსებობს არანაირი ტურისტული ინფრასტრუქტურა და გაყვანილი გზა, მაგრამ ბუნებასთან საოცარი სიახლოვე, ცასთან ხელით შეხების შესაძლებლობა და უსუფთავესი ჰაერის შეგრძნება ყველაფერს ანაცვლებს.  ცამდე აზიდული მთები, ფოთლების უჩვეულო შრიალი და სიმშვიდე, აი რას შეუძლია თქვენი ფიქრების გაფანტვა და წამით დავიწყება იმის თუ ვინ ხარ შენ და საიდან მოდიხარ., ეს არის ადგილი, რომელიც უხმობს თავისუფლების, დალაშქვრის და სიმშვიდის მოყვარულებს. ძალიან კარგი ადგილია კარვების დასადგემლად და კოცონთან მშვენიერი საღამოს გასატარებლად.
 ტურის ღირებულება 30 ლარი
ფასში შდის:
მგზავრობა
გამყოლი
ფოტოგადაღება
 კვება იქნება ინდივიდუალური
კომენტარები